ავტორიზაცია

ბენზემას მომავალი დღეს საბოლოოდ გადაწყდება - ფეხბურთელს შეხვედრა რეალის პრეზიდენტთან ექნება

ბენზემას მომავალი დღეს საბოლოოდ გადაწყდება - ფეხბურთელს შეხვედრა რეალის პრეზიდენტთან ექნება
თარიღი 01 ივნ 2023, 11:51
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადში" გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. 

ცნობილია, რომ ფრანგმა გადაწყვეტილების შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გამოუცხადა და მადრიდის „რეალი“ არ იყო ბედნიერი მოვლენების ასეთი განვითარებით.

Marca-ს ცნობით, ბენზემა ხუთშაბათს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს შეხვდება, სადაც მოსალოდნელია დისკუსიები, რომლებიც ფრანგი ვარსკვლავის მომავალს საბოლოოდ გაარკვევს.

კარიმ ბენზემას "რეალთან" კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება. ფეხბურთელი გუნდში 2009 წლიდან თამაშობს.