ავტორიზაცია

მოურინიომ ევროპა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა

მოურინიომ ევროპა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა
თარიღი 01 Jun 2023, 12:18
"რომას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანურ "სევილიასთან" ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში არბიტრი ენტონი ტეილორის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ მსაჯს ავტოსადგომზე უთხრა: "სამარცხვინო კაცი ხარ".

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის დასკვნითი შეხვედრა ბუდაპეშტის (უნგრეთი) სტადიონზე გაიმართა.

გადამწყვეტ შეხვედრაში "რომა" "სევილიასთან" დამარცხდა (1:1, 1:4 - პენალტები).

აღსანიშნავია, რომ მოურინიოსთვის ეს მარცხი პირველი იყო ევროთასების ფინალში. ამ მატჩამდე პირტუგალიელის გუნდები გადამწყვეტ მატჩებს ყოველთვის იგებდნენ.