ავტორიზაცია

ბენზემა: "ჩემი როლი? არც ცხრიანი ვარ, არც ათიანი და არც ცხრიანნახევარი"

ბენზემა: "ჩემი როლი? არც ცხრიანი ვარ, არც ათიანი და არც ცხრიანნახევარი"
თარიღი 01 ივნ 2023, 23:12
კარიმ ბენზემამ საფეხბურთო მოედანზე თავისი როლი შეაფასა.

„მე არც „ცხრიანი ვარ“, არც „ათიანი“ და არც „ცხრიანნახევარი“. გოლების გატანა მეხერხება, მაგრამ ფეხბურთი მიყვარს და მიყვარს მოძრაობა, საგოლე პასების კეთება და ვაკეთებ იმას, რაც გვერდიდან რთულად შესამჩნევია.

სხვა თავდამსხმელებს არ ვგავარ. რონალდო არ ჰგავს სანტილიანას და მე არ ვგავარ რონალდოს. მაგრამ, ვცდილობ რომ ვგავდე.“, - აღნიშნა „რეალის“ ფორვარდმა.

ცნობისთვის, ბენზემამ ბრაზილიელი ლეგენდარული რონალდო იგულისხმა, რომელსაც მთელი კარიერაა თავის კუმირად ასახელებს.