ავტორიზაცია

ბენზემა: "რას ვეტყვი რეალის ფანებს? რაზე? ერთადერთი ვინც ახლა ლაპარაკობს - ინტერნეტია"

ბენზემა: "რას ვეტყვი რეალის ფანებს? რაზე? ერთადერთი ვინც ახლა ლაპარაკობს - ინტერნეტია"
თარიღი 01 ივნ 2023, 22:30
ესპანურმა გამოცემა Marca-მ სპეციალური მოწვევით კარიმ ბენზემას საპატიო ჯილდო სახელწოდებით „ლეგენდა“ გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას, კარიმმა ისაუბრა, რომ „რეალში“ თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ ღრმა ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ კლუბთან ერთად ამდენი ტიტულის მოგებას მოახერხებდა. საბოლოოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ეტყვის თუ არა ის რაიმეს „რეალის“ ფანებს.

„რას ვეტყვი „რეალის“ ფანებს? რაზე? რატომ უნდა ვილაპარაკო, თუ „რეალში" ვარ, სალაპარაკო რა არის? ერთადერთი, ვინც ახლა ლაპარაკობს - ინტერნერია. რეალობა კი ინტერნეტი არ არის.

დავრჩები თუ არა „რეალში“? დღეისთვის აქ ვარ და უიქენდზე თამაში გვაქვს.“, - დასძინა კარიმმა და გამოსვლა ცნობილი ფრაზით: „ერთი...ორი...სამი... ჰალა მადრიდით“ დაასრულა.