ავტორიზაცია

მილანის ხელმძღვანელობა ზაჰას შესაძლო ტრანსფერს განიხილავს

მილანის ხელმძღვანელობა ზაჰას შესაძლო ტრანსფერს განიხილავს
თარიღი 02 ივნ 2023, 12:05
ინგლისური "კრისტალ პალასის" თავდამსხმელი ვილფრედ ზაჰა "მილანის" სატრანსფერო სამიზნეა.

Sky Sports UK-ის ცნობით, ზაჰას გადაწყვეტილი აქვს დატოვოს თავისი ამჟამინდელი კლუბი, მაგრამ რა მიმართულებით ჯერჯერობით უცნობია. 

თუმცა, წყარო განმარტავს, რომ მისი აგენტები სერია A-ს რამდენიმე კლუბთან უკვე კონტაქტზე იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაჰა ამ მიმართულებით ინტერესს გამოხატავს.