ავტორიზაცია

ოსიმენის ტრანსფერით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი ინტერესდება

ოსიმენის ტრანსფერით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი ინტერესდება
თარიღი 02 ივნ 2023, 13:03
"ნაპოლის" თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს აქვს შესაძლებლობა, კარიერის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. 

La Gazzetta dello sport-ის ცნობით, "ნიუკასლი" ნიგერიელი ბომბარდირის შეძენით ინტერესდება, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

"კაჭაკები" მზად არიან, აფრიკელი ფეხბურთელისთვის პრემიერლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელს - მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდნენ. 

2022/2023 წლების სეზონში ოსიმენმა 38 მატჩში 30 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.