ისინი, ვინც ნაკრებში ვერ მოხვდნენ - ვინ იქნებიან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში?
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ 25 ფეხბურთელის სია დაასახელა, ვინც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ სანაკრებო სიაში რამდენიმე ისეთი მოთამაშე ვერ მოხვდა, ვინც წინა შეკრებებზე იყვნენ გამოძახებული.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ამ ფეხბურთელებს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ.
მაგალითად, ასეთები არიან: საბა საზონოვი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გაბრიელ სიგუა.
ეროვნულ ნაკრებშიც არიან ისეთი ფეხბურთელები, ვისაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე შეუძლიათ თამაში და ეროვნული ნაკრების მატჩების შემდეგ, მათ 21-წლამდეში გადასვლა უპრობლემოდ შეეძლებათ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 17 და 20 ივნისს, კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი კი 21 ივნისს იწყება, ჩვენს ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებები არიან.