ავტორიზაცია

სიმეონე: "თუ სექსი თვეში ოთხჯერ გაქვს, ჩემს გუნდში ვერ ითამაშებ"

სიმეონე: "თუ სექსი თვეში ოთხჯერ გაქვს, ჩემს გუნდში ვერ ითამაშებ"
თარიღი 02 ივნ 2023, 16:05
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ Cadena Cope-თან ისაუბრა.

ინტერვიუს დროს წამყვანმა ახსენა კვლევის შედეგები, სადაც ნათქვამია, რომ ესპანელებს საშუალოდ წელიწადში 56-ჯერ აქვთ სექსი.

"რამდენი? 56... 56 წელიწადში... რამდენია თვეში? თვეში ოთხი? თვეში ოთხი არა... თუ თვეში ოთხჯერ გაქვს სექსი, მაშინ ჩემს გუნდში ვერ ითამაშებ.
“, - თქვა სიმეონემ და სტუდიის სტუმრები გააცინა.

დიეგო სიმეონე მადრიდის "ატლეტიკოს" 2011 წლიდან წვრთნის. 

კვირას საღამოს ლა ლიგის სეზონის ბოლო ტურში "ატლეტიკო" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.