ისტორია დაიწერა! ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ სერია A-ს ოფიციალურმა Twitter-ის გვერდმა იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოაცხადა.
ბრწყინვალე სეზონის და არაერთი სუპერ პერფორმანსის შემდეგ, "ნაპოლის" 22 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტოპ 5 ლიგის გათამაშებაში ქართველი ფეხბურთელი სეზონის საუკეთესოდ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების გათამაშებაში კვარამ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სამჯერ დაიმსახურა, რაც საუკეთესო შედეგია.
კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 33 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.