ბადრი კვარაცხელია: "ხვიჩა ახლა რეალზე არ ფიქრობს, მის თავში მხოლოდ ნაპოლია"
"კვარადონა, ქართული სასწაული“. ასე ჰქვია ემანუელ ჯულიანელის მიერ დაწერილ წიგნს, რომელიც Fandango-მ გამოსცა.
ტექსტში ასევე მოცემულია ინტერვიუ ხვიჩას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან, რომლის ამონარიდი დღეს Il Mattino-მ გაავრცელა:
მისი მთავარი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება, რეალში თამაში და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
ის ახლა რეალზე არ ფიქრობს, მის თავში მხოლოდ ნაპოლია. ", - ციტირებს ბადრი კვარაცხელიას სიტყვებს ავტორი.