ავტორიზაცია

ქომაგი შეიჭრა და გოლის ავტორს თავს დაესხა - ზურიკო დავითაშვილის გუნდის თამაში სკანდალის გამო შეწყდა

თარიღი 02 ივნ 2023, 23:27
ფრანგული ლიგა 2-ს ბოლო, 38-ე ტურში, „ბორდო“ – „როდესის“ მატჩი შეწყდა.

დასკვნით ტურში მასპინძლებს ლიგა 1-ში გადასვლის შანსის შენარჩუნებისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, თუმცა 22-ე წუთზე სტუმრები ლუკას ბოადესის გოლით დაწინაურდნენ.

გოლის გაშვებიდან რამდენიმე წუთში, „ბორდოს“ გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და ერთადერთი გოლის ავტორს თავს დაესხა.

ამის გამო, არბიტრს თამაშის შეწყვეტა მოუწია და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება ეს მატჩი, ან საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.