კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ პირველი - ხვიჩა კვარაცხელიამ ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
22 წლის ქართველი გარემარბი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს სადებიუტო სეზონში MVP-ის ჯილდო მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების გათამაშებაში კვარამ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სამჯერ დაიმსახურა, რაც საუკეთესო შედეგია.
კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 33 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.