ნაგელსმანი ნაპოლისთან ვერ შეთანხმდა - ამის მიზეზი ცნობილია
"ნაპოლი" მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ მთავარ მწვრთნელთან იულიან ნაგელსმანთან თანამშრომლობაზე ვერ შეთანხმდა, იუწყება Tuttomercatoweb.
როგორც წყარო აღნიშნავს, გერმანელი მწვრთნელი არ იყო კმაყოფილი კლუბის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული ფინანსური პირობებით. შედეგად, მოლაპარაკებები შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის ბოლოს ლუჩიანო სპალეტი ნეაპოლური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა ვადაზე ადრე მოიგო სკუდეტო.