ავტორიზაცია

ბელინგემის მადრიდის რეალში ტრანსფერის ღირებულება ცნობილი გახდა

ბელინგემის მადრიდის რეალში ტრანსფერის ღირებულება ცნობილი გახდა
თარიღი 03 ივნ 2023, 14:04
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი დღითიდღე უახლოვდება "რეალში" გადასვლას. 

ინსაიდერის კრისტიან ფალკის თქმით, "ბორუსია" თავიანთი ფეხბურთელის ტრანსფერში გარანტირებულ 100 მილიონ ევროს მიიღებენ. პრემიების სახით გათვალისწინებულია კიდევ 20 მილიონი.

"ბორუსია" ინგლისელის გაყიდვით 150 მილიონ ევროს მიღებას ელოდა, მაგრამ საბოლოოდ მადრიდული მხარის პირობებს დათანხმდა. ოფიციალურად, ტრანსფერი შესაძლოა მომავალ კვირას გამოცხადდეს.

ბელინგემმა ბუნდესლიგის 31 მატჩში, რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.