ალ-ჰილალმა მესის ტრანსფერის გამოცხადების პოტენციური თარიღი დაასახელა

"ალ-ჰილალი" იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ლიონელ მესის ტრანსფერს დახურავს.
შაბათს, საღამოს მესი "პსჟ"-ს შემადგენლობაში ბოლო მატჩში უნდა ითამაშოს. კრისტოფ გალტიეს გუნდი "კლერმონს" უმასპინძლებს.
როგორც ესპანური Sport თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, საუდის არაბეთის კლუბმა მესის ტრანსფერის გამოცხადების პოტენციურ თარიღად 6 ივნისი დაასახელა.
შაბათს, საღამოს მესი "პსჟ"-ს შემადგენლობაში ბოლო მატჩში უნდა ითამაშოს. კრისტოფ გალტიეს გუნდი "კლერმონს" უმასპინძლებს.
მანამდე პარიზელთა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ ეს ლეოს ბოლო თამაში იქნებოდა პარკ დე პრენსზე.