ავტორიზაცია

სობოსლაი პრემიერ ლიგაში ითამაშებს?

სობოსლაი პრემიერ ლიგაში ითამაშებს?
თარიღი 03 ივნ 2023, 14:45
"ლაიფციგის" ნახევარმცველმა დომინიკ სობოსლაიმ შესაძლოა კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, ამის შესახებ  ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება.

წყაროს ცნობით, 22 წლის უნგრელის ტრანსფერით "ნიუკასლი" ინტერესდება. თავად ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში გადასვლა სურს.

2022-23 წლების სეზონში სობოსლაიმ 45 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.