ავტორიზაცია

ბელინგემი მადრიდში სახლს ეძებს - რეალში ტრანსფერი ძალიან ახლოსაა

ბელინგემი მადრიდში სახლს ეძებს - რეალში ტრანსფერი ძალიან ახლოსაა
თარიღი 03 ივნ 2023, 17:24
ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ჯუდ ბელინგემი ზაფხულის "რეალის" ერთ-ერთი ახალწვეული გახდება. 

მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდულმა კლუბმა დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა.

როგორც Daily Mail თავის გვერდებზე იუწყება, ბელინგემის წარმომადგენლები ფეხბურთელისთვის საცხოვრებელს უკვე ესპანეთის დედაქალაქში არჩევენ.

ჯუდ ბელინგემი 6-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მადრიდის რეალმა ინგლისელში დაახლოებით 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. პლიუს ბონუსების სახით შეუძლია 20 მილიონი გამოიმუშაოს.