გვარდიოლამ ინგლისში მეორე "ოქროს დუბლი" გაიფორმა - აქამდე მსგავსი რამ მხოლოდ ფერგიუსონის და ვენგერის ჰქონდათ გაკეთებული
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგა და ასოციაციის თასი ერთ სეზონში კარიერაში მეორედ მოიგო.
მანამდე ასეთი რამ მხოლოდ ალექს ფერგიუსონმა და არსენ ვენგერმა მოახერხეს, ხოლო მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს აქვს რეკორდი - მას აქვს სამი დუბლი, ამის შესახებ Opta იტყობინება.
აქამდე გვარდიოლამ ინგლისის პრემიერ ლიგა და თასი 2018/2019 წლების სეზონში მოიგო.
აქამდე გვარდიოლამ ინგლისის პრემიერ ლიგა და თასი 2018/2019 წლების სეზონში მოიგო.
არსენ ვენგერმა დუბლი "არსენალთან" ერთად 1997/1998 და 2001/2002 წლების სეზონებში გაიფორმა, ხოლო მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ეს 1993/1994, 1995/1996 და 1998/1999 წლების სეზონებში გააკეთა.