2-წლიანი კონტრატი და 1.2 მილიარდი ევრო საუდის არაბეთიდან - მესი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
"ალ-ჰილალი" იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ლიონელ მესის ტრანსფერს დახურავს.
როგორც ესპანური Sport თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, საუდის არაბეთის კლუბმა მესის ტრანსფერის გამოცხადების პოტენციურ თარიღად 6 ივნისი დაასახელა.
როგორც ესპანური Sport თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, საუდის არაბეთის კლუბმა მესის ტრანსფერის გამოცხადების პოტენციურ თარიღად 6 ივნისი დაასახელა.
footmercato-ს ცნობით "ალ-ჰილალი" კვლავაც დარწმუნებულია მესის ტრანსფერში.
წყაროს ცნობით, საუდის არაბულმა კლუბმა არგენტინელის წარმომადგენლებს: 2-წლიანი კონტრაქტი 1,2 მილიარდი ევროს ანაზღაურებით გაუგზავნეს.
მესი კვლავ იმედოვნებს, რომ "ბარსელონას" შეუერთდება და სურს, რომ მისი მომავალი სწრაფად გადაწყდეს.