ლიონელ მესიმ MLS-დან ოფიციალური შეთავაზება მიიღო

ამერიკული კლუბის "ინტერ მაიამის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელის ლიონელ მესის ტრანსფერზეა ორიენტირებული.
35 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა "პსჟ" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
გაზეთ Marca-ს ცნობით, ფლორიდის კლუბმა ვარსკვლავურ ფორვარდს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
გაზეთ Marca-ს ცნობით, ფლორიდის კლუბმა ვარსკვლავურ ფორვარდს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
"ინტერი" მზადაა ლიონელთან გრძელვადიანი სამუშაო კონტრაქტი გააფორმოს, რომელიც სამწლიანი იქნება. თუ ის შეთანხმებას დადებს, MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
არგენტინელის კარიერის გაგრძელების ვარიანტებს შორის ასევე კატალონიური "ბარსელონა" და საუდის არაბეთის "ალ-ჰილალი" განიხილება.
არგენტინელის კარიერის გაგრძელების ვარიანტებს შორის ასევე კატალონიური "ბარსელონა" და საუდის არაბეთის "ალ-ჰილალი" განიხილება.