კილიან მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი მეხუთედ გახდა
"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდმა კილიან მბაპემ საფრანგეთის ოქროს ბუცი მოიგო.
ბომბარდირთა რბოლაში პარიზელთა ლიდერმა 29 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე 27 გოლით "ლიონის" თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი გავიდა, ხოლო "ლილის" კანადელმა ფორვარდმა ჯონათან დევიდი 24 გოლით მესამე ადგილი დაიკავა.

24 წლის მბაპე კარიერაში მეხუთედ გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი. ხუთიდან მხოლოდ ერთში - 2019/20 სეზონში - ფრანგმა პირველი ადგილი ვისამ ბენ იედერთან გაიყო.