ავტორიზაცია

ოფიციალურად: კარიმ ბენზემა მადრიდის რეალს ტოვებს

ოფიციალურად: კარიმ ბენზემა მადრიდის რეალს ტოვებს
თარიღი 04 ივნ 2023, 14:14
კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალს" ტოვებს. ამის შესახებ "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

რამდენიმე დღის განმავლობაში ფრანგ ფორვარდს საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადს" აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

კარიმ ბენზემა საუდის არაბეთში გადასვლის შემთხვევაში წელიწადში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მისი "ალ-იტიჰადში" გადასვლის შესახებ სავარაუდოდ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

კარიმ ბენზემა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 643 თამაში 353 გოლი გაიტანა და 165 საგოლე პასი გააკეთა.

ფრანგმა მადრიდულ გრანდში 14 წელი გაატარა და 25 ტიტული და ოქროს ბურთი მოიგო.