საბოლოო შეჯამება - როგორი ციფრებით დაასრულა სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ?
დღეს, 4 ივნისს, ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ სეზონი ოფიციალურად დაასრულეს.
ამიტომ, ახლა უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ხვიჩას ევროპულ ტოპ-ჩემპიონატში სადებიუტო სეზონი ციფრებით დავაჯამოთ.
მთლიბანობაში, ხვიჩამ 2022/23-სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 42-ჯერ მოირგო და 14 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მოირგო. წუთობრივად, ქართველმა მოედანზე 3.148 წუთი გაატარა და ერთი ყვითელი ბარათიც მიიღო.
სერია ა-ში მისი სტატისტიკა 34 მატჩში 12 გოლს და 13 საგოლე გადაცემას მოითვლის, ჩემპიონთა ლიგაზე კი ხვიჩამ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლსა და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. 34-დან 30 მატჩი ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 4-ჯერ კი თამაშს შეცვლაზე შეუერთდა.
როგორც იცით, ამ სეზონის შედეგად, „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხა იტალიის ჩემპიონატის მოგება და ეს ისტორიაში მხოლოდ მესამედ გააკეთა, ხვიჩა კი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის პირველი ნახევარი კვარას მეორეზე უკეთესი ჰქონდა - ქართველმა გოლის გატანა სერია ა-ს ბოლო 11 მატჩში ვერ მოახერხა, ასისტი კი ამ პერიოდში მხოლოდ ერთი მიითვალა - 5 მაისს „ფიორენტინასთან“.
სეზონის უკანასკნელი გოლი კვარაცხელიამ 2023 წლის 19 მარტს, „ატალანტას“ კარში გაიტანა, როცა მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი საოცრად მოატყუა და მაღალ კუთხეში უძლიერესი დარტყმა გაუშვა.