ავტორიზაცია

კვარაცხელია: "იყავით იმედიანად მომავლისთვის, მიყვარხარ ნაპოლი"

კვარაცხელია: "იყავით იმედიანად მომავლისთვის, მიყვარხარ ნაპოლი"
თარიღი 05 Jun 2023, 00:14
სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელებს გადაუხადა მადლობა და საკუთარ მომავალზეც თქვა ორიოდე სიტყვა.

„ჩემი თანაგუნდელების გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი. მათ თავიდანვე სათანადოდ მიმიღეს, ჩემი ირწმუნეს და ადაპტაციაში დამეხმარნენ.

სეზონის საუკეთესო მომენტი უდინეში იყო, როცა ტიტული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, როგორც იქნა, გავინაღდეთ. ეს უკანასკნელი ნაბიჯი იყო ამ საუცხოო სეზონის, რომელშიც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ.

მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა ქართველ ქომაგებს, რომლებიც ყველგან დამყვებიან და უდიდეს სიყვარულს მაგრძნობინებენ. ვერ ვიტყვი საკმარის მადლობას იმ ყოველდღიური სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვიღებ.

ჩემი მომავალი? გუნდში ბევრი ლიდერია, დი ლორენცოდან მარიო რუიმდე და ოსიმენამდე. მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია და არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი. მთავარია, რომ პროგრესი გავაგრძელოთ და არ შევჩერდეთ. მომავლისთვის კი იმედიანად იყავით, მიყვარხარ ნაპოლი.“, - ციტირებს ხვიჩას სიტყვებს Calcio Napoli 24.