ნაპოლიმ სერია A-ში 90 ქულა დააგროვა - რაც კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
![ნაპოლიმ სერია A-ში 90 ქულა დააგროვა - რაც კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია](http://storage.goal.ge/uploads/posts/B3V0PoB3R24nvQAnbzxXpYG4BdkuCk8S.jpg)
"ნაპოლიმ" სერია A-ს 2022/23 წლების გათამაშება 90 ქულით დაასრულა.
იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლუჩიანო სპალეტის გუნდმა "სამპდორია" (2:0) დაამარცხა.
იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლუჩიანო სპალეტის გუნდმა "სამპდორია" (2:0) დაამარცხა.
ნეაპოლურმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 16 ქულით აჯობა.
"ნაპოლის" 90-ქულიანი მაჩვენებელი მეორე საუკეთესოა კლუბის ისტორიაში, ამის შესახებ Opta იტყობინება.
სარეკორდო შედეგი 2017/18 წლების სეზონში დაფიქსირდა - 91 ქულა მაურიციო სარის ხელმძღვანელობით.
ამ შემთხვევაში, შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - ჩემპიონის ტიტული "იუვენტუსმა" მოიგო.