ავტორიზაცია

BREAKING: ლივერპულმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი დახურა

BREAKING: ლივერპულმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი დახურა
თარიღი 05 Jun 2023, 17:40
არგენტინის ნაკრების და „ბრაიტონის“ ნახევარმცველი, ალექსის მაკალიტერი, ახალი სეზონიდან „ლივერპულის“ ღირსებას დაიცავს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მაკალისტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ლივერპულის“ პირველი ახალწვეული იქნება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს. უახლოეს 24/48 საათში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.

„ლივერპული“ მაკალისტერში მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველად იწერებოდა. ამბობდნენ, რომ თანხა 60-65 მილიონამდე მერყეობდა, თუმცა რეალურად 40-დან 50 მილიონამდე აღმოჩნდა.

შემდეგი სამიზნეები მერსისაიდული გრანდისთვის მანუ კონე, ქეფრენ ტურამი და გაბრი ვეიგა არიან, თუმცა მოლაპარაკებები მათ თაობაზე ჯერ არ დაწყებულა.