კარიმ ბენზემამ ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა - ფაბრიციო რომანო
მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, კარიმ ბენზემა, ევროპულ ფეხბურთს ემშვიდობება.
ფრანგმა 35 წლის ფეხბურთელმა დღეს საუდის არაბეთის კლუბ „ალ იტიჰადთან“ კონტრაქტი დღეს ოფიციალურად გააფორმა.
ხელშეკრულება ძალაში 2025 წლამდე იქნება და კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნება ჩაწერილი.
მთლიანობაში, ბენზემას ხელფასი წლიურად დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება, ყველანაირი რეკლამის და სასპონსორო თანხების ჩათვლით.
ხვალ, ბენზემა მადრიდის „რეალს“ ოფიციალურად, პრესკონფერენციის მეშვეობით დაემშვიდობება, რის შემდეგაც საუდის არაბეთში გაფრინდება და კარიერის ახალ ეტაპს დაიწყებს.