ბენზემა: "ჩემი მეგობარი კრიშტიანუ რონალდუ უკვე აქ არის, რაც ამტკიცებს, რომ კარგი ლიგაა"
საუდის არაბეთის ჩემპიონის, „ალ იტიჰადის“ რიგებში გადასვლის შემდეგ, კარიმ ბენზემამ თავისთვის ახალ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ეს ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევაა და ვარჯიშის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ ტიტულები მოვიგო, ბევრი გოლი გავიტანო, ჩემი ნიჭი წარმოვადგინო და ფანებს, კლუბს, პრეზიდენტს და ყველას თავი მოვაწონო.
აქ კარგი ლიგაა, არაერთი საუცხოო ფეხბურთელით. კრიშტიანუ რონალდუ, ჩემი მეგობარი უკვე აქ არის, რაც ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთის ლიგა პროგრესს განიცდის.
მე აქ იმისთვის ვარ, რომ გამარჯვებები გავაგრძელო, როგორც ევროპაში. ფანებთან შეხვედრასაც მოუთმენლად ველოდები.“, - აღნიშნა „ალ იტიჰადის“ ახალმა ცხრიანმა.

ბენზემა და რონალდუ ერთად მადრიდის „რეალში" 2009-2018 წლებში თამაშობდნენ და უამრავ წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის, ოთხჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება.