იუვენტუსმა დი მარიას შემცვლელი იპოვა
"გალათასარაის" შემტევი ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს.
მიმდინარე წლის თებერვალში 23 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბში "რომიდან" გადავიდა.
მიმდინარე წლის თებერვალში 23 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბში "რომიდან" გადავიდა.
SportItalia-ს ცნობით, ძანიოლოს სამშობლოში თამაში სურს, რითაც, სავარაუდოდ, "იუვენტუსი" ისარგებლებს.
"ბებერი ქალბატონი" ფეხბურთელს ანხელ დი მარიას შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
ერთ-ერთი შესაძლო სცენარია ძანიოლოს იჯარა 25 მილიონ ევროდ ყიდვის ოფციით ან ვალდებულებით.
იტალიელმა ნახევარმცველმა "გალათასარაის" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
იტალიელმა ნახევარმცველმა "გალათასარაის" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.