ავტორიზაცია

პსჟ-მ ორი ნახევარმცველის გაყიდვა გადაწყვიტა

პსჟ-მ ორი ნახევარმცველის გაყიდვა გადაწყვიტა
თარიღი 07 Jun 2023, 14:16
ფრანგული "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაში რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებს, ამის შესახებ ინსაიდერი რუდი გალეტი იტყობინება.

როგორც ჟურნალისტისთვის გახდა ცნობილი, პარიზული გუნდი ორ ნახევარდაცველთან განშორებას გეგმავს. 

საუბარია ნახევარმცველებზე კარლოს სოლერზე და ფაბიან რუისზე. კლუბი მზადაა განიხილოს წინადადებები ამ ფეხბურთელებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კარლოსი "პსჟ"-ში "ვალენსიიდან" 18 მილიონ ევროდ გადავიდა, ფაბიანი რუისი კი "ნაპოლიდან" 23 მილიონად.