ინტერს ინძაგის შენარჩუნება სურს

მილანის "ინტერი" გუნდის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს.
იტალიური გაზეთი La Gazzetta dello Sport ირწმუნება, რომ ნერაძურის ხელმძღვანელობამ ერთხმად შეაქო 47 წლის სპეციალისტის მუშაობა, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა.

წყაროს ცნობით, ინძაგისთან შრომითი ხელშეკრულება 2025 წლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტით მწვრთნელის ხელფასი გაიზრდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი მანჩესტერ "სიტისა" და "ინტერს" შორის შაბათს, 10 ივნისს გაიმართება.