ავტორიზაცია

ნეიმარი ბარსელონას შესთავაზეს - ბრაზილიელი მზად არის ხელფასი შეიმციროს

ნეიმარი ბარსელონას შესთავაზეს - ბრაზილიელი მზად არის ხელფასი შეიმციროს
თარიღი 08 Jun 2023, 11:55
"პსჟ"-ს ბრაზილიელი თავდამსხმელმა ნეიმარმა შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში კლუბი შეიცვალოს, ამის შესახებ Sport.es-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ბარსელონა" ლიონელ მესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, გაძლიერების ვარიანტების ძიებაშია.

"ბლაუგრანას" ერთ-ერთი გამორჩეული ვარიანტი ნეიმარია. მისი ტრანსფერი ესპანეთის ჩემპიონს შესთავაზეს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი "ბარსელონაში" დაბრუნების შემთხვევაში მზად იქნება ხელფასის შემცირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში 2017 წელს გადავიდა. მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდრა ძალაში.