მანჩესტერ იუნაიტედი მაუნტზე პირველ შეთავაზებას ამზადებს
მანჩესტერ "იუნაიტედი" მალე ლონდონის "ჩელსის" მეისონ მოუნტის თაობაზე პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მიუხედავად "წითელი ეშმაკების" განზრახვისა, კლუბები მაინც დიდად განსხვავდებიან ფეხბურთელის ღირებულების შეფასებაში.
მანჩესტერ "იუნაიტედი" აქამდე მზად იყო მაუნტის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაეხადა. თუმცა, "ჩელსი" დაჟინებით ითხოვს 80 მილიონ ევროს.
მანჩესტერ "იუნაიტედი" აქამდე მზად იყო მაუნტის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაეხადა. თუმცა, "ჩელსი" დაჟინებით ითხოვს 80 მილიონ ევროს.
თუ ლონდონური კლუბი ამ თანხას არ მიიღებს, მეისონი ზაფხულში სტემფორდ ბრიჯს არ დატოვებს.