ავტორიზაცია

ბალოგუნისთვის ბრძოლაში სერია A-ს ორი გრანდი ლიდერობს

ბალოგუნისთვის ბრძოლაში სერია A-ს ორი გრანდი ლიდერობს
თარიღი 08 Jun 2023, 11:17
"არსენალის" თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნი "ინტერსა" და "მილანის" სატრანსფერო სამიზნეა.

21 წლის ფეხბურთელმა სეზონი "რეიმსში" წარმატებით დაასრულა, ის ფრაგულ კლუბში იჯარით თამაშობდა. 

დიდი ალბათობით, თავდამსხმელს "არსენალში" მომავალი არ აქვს, ასე რომ, "მეთოფეები" როგორც ჩანს, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში მისი გაყიდვა მოუწევთ.

Daily Mail-ის ცნობით, ბალოგუნისთვის დავაში ამჟამად იტალიური "ინტერი" და "მილანი" ლიდერობენ.