La Gazzetta dello Sport: მიქაუტაძის ტრანსფერით პრემიერ ლიგის და სერია A-ს გუნდები ინტერესდებიან
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, იტალიური და ინგლისური საფეხბურთო კლუბების სატრანსფერო სამიზნეა.
ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიქაუტაძის ტრანსფერით იტალიური "ჯენოა" და "უდინეზე" ინტერესდებიან.
რაც შეეხება პრემიერ ლიგის გუნდებს 22 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს "ვულვერჰემპტონი" და "ჩელსი" იჩენენ.
წყაროს ცნობით, მიქაუტაძის ტრანსფერით იტალიური "ჯენოა" და "უდინეზე" ინტერესდებიან.
რაც შეეხება პრემიერ ლიგის გუნდებს 22 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს "ვულვერჰემპტონი" და "ჩელსი" იჩენენ.
მიქაუტაძემ ლიგა 2-ში დასრულებულ სეზონში 36 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.