ხავი: "ნეიმარი ბარსელონაში? გაკვირვებული ვარ"
მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ „ბარსელონაში" გადასვლაზე უარი თქვა, პრესაში გაჩნდა საუბრები, რომ კატალონიურმა კლუბმა შესაძლოა „პსჟ-დან" სხვა ფეხბურთელი, ნეიმარ ჯუნიორი დაიბრუნოს.
პრესმა ისიც კი დაწერა, რომ თავად ნეიმარი ამ ტრანსფერს სიხარულით უდგება და მზადაა „ბარსას" გამო ხელფასის დაკლებასაც კი დათანხმდეს.
თუმცა, ხავის თქმით, ამ საუბრებს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს:
„ნეიმარის დაბრუნება? გაკვირვებული ვარ ამ საუბრებით...ის არ არის ჩვენს გეგმებში.
როგორც მეგობარი ნეი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს.", - ციტირებს ხავის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.