ავტორიზაცია

ზინედინ ზიდანმა პსჟ-ს შეთავაზებას უპასუხა

ზინედინ ზიდანმა პსჟ-ს შეთავაზებას უპასუხა
თარიღი 08 ივნ 2023, 17:55
ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ზაფხულში "პსჟ"-ს ახალი მთავარ მწვრთნელს ეყოლება. 

ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია კრისტოფ გალტიეს გადადგომის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

Le Parisien-ის ცნობით, "პსჟ" ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა ზინედინ ზიდანს და შესთავაზა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. თუმცა, 50 წლის ფრანგმა პარიზელთა შეთავაზებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ ორი წელია უმუშევარია.