ავტორიზაცია

როდის გაიმართება ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია?

როდის გაიმართება ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია?
თარიღი 09 ივნ 2023, 14:01
ცნობილი გახდა, როდის გაიმართება ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია. 

როგორც France Football-ი სოციალურ ქსელში იტყობინება, პრესტიჟული ჯილდო 30 ოქტომბერს შატელეს თეატრში (პარიზი) გაიმართება. პრიზის პრეტენდენტთა საბოლოო სია 6 სექტემბერს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ამჟამინდელი მფლობელი მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარიმ ბენზემაა.

წლევანდელი ჯილდოს მთავარი ფავორიტი არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესია. 35 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, "პსჟ"-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა.