მოუტინიომ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს
პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო მოუტინიომ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
შეგახსენებთ, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ინგლისური "ვულვერჰემპტონი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
როგორც სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მოუტინიოს მიწვევით საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული. უახლოეს დღეებში მოთამაშე ყველა ვარიანტს შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო 2018 წლიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში "ვულვზში" თამაშობდა. მანამდე პორტუგალიელი "მონაკოს", "პორტუსა" და ლისაბონის "სპორტინგის" ღირსებას იცავდა.
გასულ სეზონში მოუტინიომ 31 მატჩში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.