ავტორიზაცია

სალიბამ მადრიდის რეალში გადასვლაზე უარი თქვა

სალიბამ მადრიდის რეალში გადასვლაზე უარი თქვა
თარიღი 10 ივნ 2023, 19:52
ერთდროულად რამდენიმე წყარო იუწყება, რომ მცველმა უილიამ სალიბამ "არსენალთან" ახალი სამუშაო კონტრაქტი გააფორმა. 

Talksport-ის ცნობით, 22 წლის ფრანგის მიმართ ინტერესი მადრიდის "რეალმა" გამოიჩინა, თუმცა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში დარჩენა არჩია.

დასრულებულ სეზონში სალიბამ "არსენალის" შემადგენლობაში 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" ინგლისის ჩემპიონატის 2022/2023 წლების სეზონში მეორე ადგილი დაიკავა. 

მიკელ არტეტას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური 2016/17 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა.