ავტორიზაცია

ანტირეკორდი: იტალიურმა კლუბებმა ევროპის თასის სამივე ფინალში წააგეს

ანტირეკორდი: იტალიურმა კლუბებმა ევროპის თასის სამივე ფინალში წააგეს
თარიღი 11 ივნ 2023, 02:17
ევროპილი საკლუბო სეზონი დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ "სიტიმ" "ინტერს" მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო.

მანამდე ევროპა ლიგის ფინალში "სევილიამ" "რომა" დაამარცხა, კონფერენს ლიგის ფინალში კი "ვესტ ჰემმა" "ფიორენტინა" დაამარცხა.

ამრიგად, იტალიის სამივე კლუბმა ევროპის თასის ფინალში წააგო.

Opta-ს ცნობით, ერთი ქვეყნის კლუბებმა კონკრეტულ სეზონში ისტორიაში პირველად წააგეს სამი ძირითადი ევროპული თასის ფინალი.