გვარდიოლა მესამე მწვრთნელია რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო - მხოლოდ ანჩელოტის აქვს მეტი ტიტული
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა.
„ქალაქელებმა“ ისტორიაში პირველად მიაღწიეს ტრიუმფს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, გვარდიოლას კი ეს წარმატება 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი იყო.
„ქალაქელებმა“ ისტორიაში პირველად მიაღწიეს ტრიუმფს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, გვარდიოლას კი ეს წარმატება 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი იყო.
როგორც BBC-მ წერს, ესპანელი გახდა მესამე მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგასა და ჩემპიონთა თასის ისტორიაში სამი გამარჯვებით - მანამდე მხოლოდ ბობ პეისლიმ და ზინედინ ზიდანი გააკეთეს იგივე.
რეკორდსმენად რჩება კარლო ანჩელოტი, რომელმაც ეს ტურნირი ოთხჯერ მოიგო.