კაპელო: "დე ბრუინის მინდვრიდან გასვლით მანჩესტერ სიტიმ ისარგებლა"
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტის" "ინტერთან" გამარჯვებაზე (1:0) კომენტარი გააკეთა.
„გუნდებს შორის ასეთი დიდი სხვაობა არ იყო. მაგრამ ინტერმა ძალიან ბევრი შანსი გაუშვა.
„გუნდებს შორის ასეთი დიდი სხვაობა არ იყო. მაგრამ ინტერმა ძალიან ბევრი შანსი გაუშვა.
ასეთ მატჩებში ზუსტი უნდა იყო, შეცდომის დაშვების შესაძლებლობა არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯები. ეს ყველაფერი ქმნის განსხვავებას.
დე ბრუინის მინდვრიდან გასვლით ისარგებლა მანჩესტერ სიტიმ, ფოდენმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. “, - ციტირებს SkySports კაპელოს სიტყვებს.