ავტორიზაცია

როდის გაიმართება უეფას სუპერთასის მატჩი?

როდის გაიმართება უეფას სუპერთასის მატჩი?
თარიღი 11 ივნ 2023, 11:38
მანჩესტერ "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის "ინტერს" დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული თასი. 

ეს ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონი კლუბს, პირველად ისტორიაში, შეუძლია მოგებული თასით დაიწყოს. 

ამისათვის საჭირო იქნება უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩში ესპანეთის "სევილიას" დამარცხება, რომელმაც ევროპის ლიგა მოიგო. 

ეს შეხვედრა 16 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართება.

უეფას სუპერთასი 1972 წლიდან იმართება, გასულ წელს ეს ტიტული მადრიდის "რეალმა" გერმანულ "აინტრახტთან" მოიგო (2:0).