ალვარესმა უნიკალურ შედეგს მიაღწია - მანამდე ვერავინ მოახერხა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის და გუნდთან ერთად ტრიბლის მოგება
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა უნიკალურ მიღწევას დააფიქსირა.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერს" მოუგო (1:0), ხოლო არგენტინელმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერს" მოუგო (1:0), ხოლო არგენტინელმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ 23 წლის თავდამსხმელი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შიდა ჩემპიონატი, შიდა თასი და ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი, იუწყება BBC.
მანამდე ცხრა მოთამაშეს ჰქონდა მოგებული ჩემპიონთა ლიგა (ან ჩემპიონთა თასი) და მსოფლიო თასი იმავე სეზონში, მაგრამ ალვარესამდე ვერავინ შეძლო ამის კლუბთან ერთად ოქროს დუბლით დასრულება.