ავტორიზაცია

გვარდიოლა: "რეალ მადრიდ კომფორტულად ნუ იქნებით, 13 ჩემპიონთა ლიგა გვაკლია, მაგრამ მოვდივართ!"

გვარდიოლა: "რეალ მადრიდ კომფორტულად ნუ იქნებით, 13 ჩემპიონთა ლიგა გვაკლია, მაგრამ მოვდივართ!"
თარიღი 11 ივნ 2023, 03:02
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ნანატრი ტრიუმფის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"რეალ მადრიდ კომფორტულად ნუ იქნებით, 13 ჩემპიონთა ლიგა გვაკლია, მაგრამ მოვდივართ! ",- თქვა ესპანელმა პრესკონფერენციაზე.

ინგლისურმა გუნდმა ფინალში მილანის "ინტერი" (1:0) 68-ე წუთზე როდრის გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.

გვარდიოლასთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე 12 წლის განმავლობაში პირველი ტიტულია, მანჩესტერ "სიტისთვის" - ისტორიაში პირველი.