პეპ გვარდიოლა: "შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად გამოსულიყო, მაგრამ ჩვენი გამარჯვება ვარსკვლავებს ჰქონდათ განზრახული"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გუნდის ნანატრი ტრიუმფზე ისაუბრა.
ინგლისურმა გუნდმა ფინალში მილანის "ინტერი" (1:0) 68-ე წუთზე როდრის გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.

გვარდიოლასთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე 12 წლის განმავლობაში პირველი ტიტულია, მანჩესტერ "სიტისთვის" - ისტორიაში პირველი.
„მსურს მივულოცო ინტერს ბრწყინვალე თამაში. მესმის ახლა მათი მდგომარეობა. ორი წლის წინ ჩვენც იგივე გრძნობა გვქონდა. თუმცა, ისინი მეორე გუნდი არიან ევროპაში და ეს ძალიან მაგარია.

დაღლილი ვარ, მშვიდი ვარ, კმაყოფილი ვარ. ამის გაკეთწბა რთული იყო. ხანდახან უნდა გაგიმართლოს. შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად გამოსულიყო, მაგრამ ჩვენი გამარჯვება თითქოს ვარსკვლავებს ჰქონდათ განზრახული.
საუკეთესო მატჩი არ გვქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდმა ერთი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დღეს იდეალურისგან შორს ვიყავით.
აბსოლუტურად არ მაქვს ენერგია ახალ სეზონზე ფიქრისთვის. ჩვენ გვჭირდება დასვენება. “, - განაცხადა გვარდიოლამ.