ავტორიზაცია

საუდის არაბეთიდან ახალმა შეთავაზებამ სიტუაცია ამოატრიალა - მოდრიჩი მადრიდის რეალს დატოვებს?

საუდის არაბეთიდან ახალმა შეთავაზებამ სიტუაცია ამოატრიალა - მოდრიჩი მადრიდის რეალს დატოვებს?
თარიღი 11 ივნ 2023, 11:29
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

37 წლის ფეხბურთელი დარწმუნებული იყო, რომ მომავალ სეზონში "ბლანკოსის" შემადგენლობაში გააგრძელებდა თამაშს და კონტრაქტის გახანგრძლივებამდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი რჩებოდა, მაგრამ საუდის არაბეთის ახალმა შეთავაზებამ სიტუაცია მთლიანად შეცვალა.

ჟურნალისტ მიგელ ანხელ დიასის თქმით, ახლა ხორვატის მომავალი დიდი ეჭვის ქვეშაა - ფეხბურთელი მადრიდის "რეალთან" წასვლას უფრო უახლოვდება, ვიდრე ახალ კონტრაქტს.

ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალში" 2012 წლიდან თამაშობს. მის აქტივში მადრიდულ გუნდში 488 მატჩში 37 გოლი და 77 საგოლე გადაცემაა.