ავტორიზაცია

ლიონელ მესის ჩავარდნილი ტრანსფერის შემდეგ ალ-ჰილალი ნეიმარის დამატებას შეეცდება

ლიონელ მესის ჩავარდნილი ტრანსფერის შემდეგ ალ-ჰილალი ნეიმარის დამატებას შეეცდება
თარიღი 11 Jun 2023, 17:55
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. 

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, "ალ-ჰილალის" წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის პარასკევს პარიზში გაემგზავრნენ.

კლუბის მხარე მოთამაშის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. "ალ-ჰილალი" ჯერ "პსჟ"-ს არ დაკავშირებია. 

აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად რჩება. 

2017 წელს "პსჟ"-მ ბრაზილიელი თავდამსხმელის ტრანსფერში "ბარსელონას" 222 მილიონი ევრო გადაუხადა.