ავტორიზაცია

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022/23-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022/23-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 11 Jun 2023, 23:21
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022/23-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

საუკეთესოდ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი დასახელდა, რომელმაც ფინალში ერთადერთი გოლი გაიტანა.

ესპანელი ფეხბურთელი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მთლიანობაში, მან ამ ჩემპიონთა ლიგაზე 12 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა - ერთი „ინტერის“ კარში და მეორე „ბაიერნის“. გარდა ამისა, მან თავი პასების 93.8%-იანი სიზუსტით გამოიჩინა.

ცნობისთვის, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.